იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ მინდია ოჯახიშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, დაკავებულის დედა შეუძლოდ გახდა.
ოჯახიშვილის ადვოკატი არ ეთანხმება წარდგენილ ბრალს და აცხადებს, რომ 27 წლის ახალგაზრდას პოლიციამ იარაღი ჩაუდო, ამავდროულად, დაკავების დროს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შეგახსენებთ, რომ მინდია ოჯახიშვილი ბათუმში რამდენიმე დღის წინ დააკავეს.