ბლოკის, ”პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პარტიის დატოვების მიზეზებზე ალაპარაკდა. მისი განცხადებით, მას პარტიის წევრებისგან საფრთხე ემუქრება:
„სია კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ზეწოლით არის შედგენილი. სია ფაქტობრივად პავლე კუბლაშვილით, კრიმინალური მენტალობის მქონე პირის და სხვა პირების ზეწოლით დაკონკრეტდა. ამ კრიმინალური მენტალობის ადამიანებზე როცა ვსაუბრობ, აქ იგულისხმება მისი შტაბის უფროსი, რომელიც დღეს აჭარის სიის პირველი ნომერია. ეს არის პაატა ბურჭულაძის შტაბის უფროსი, გოგა კალაძე, ე.წ კალაშა და კარგი იქნება, თუ მის საქმიანობას ჟურნალისტები შეისწავლიან.„
როგორც ლაგაზიძე „მეტრონომთან“ აცხადებს, მას ამ განცხადებების გამო საფრთხე ემუქრება:
„ამ განცხადების გაკეთება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც საფრთხეა. ამიტომ მე უკვე ღიად მივმართე საჯარო სივრციდან სამართლადამცველ ორგანოებს, რომ უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება. დღეს სატელევიზიო ეთერიდანაც მივმართავ და თუ ამასაც გამოხაურება არ ექნება, მივალ პირადად და მოვითხოვ ჩემი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.“
პოლიტოლოგი და ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბლოკის პარლამენტში შესვლას ხელს შეუშლის:
„ამ ეტაპზე ჩემი ამოცანაა უზრუნველვყო საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოება და მეორე-არ დავუშვა იმ ჯგუფის შესვლა პარლამენტში, რომელიც უფრო ფართო მასშტაბით, ხალხის უსაფრთხოებას შეუქმნის პრობლემას. ჯგუფის მოსვლას, რომელიც ამომრჩევლის უსაფრთხოებას რეალურად შეუქმნის პრობლემებს, თუკი ის მცირე დოზით მაინც იქნება ხელისუფლებაში, მე ამას რითიც შემეძლება ხელს შევუშლი.“
შეგახსენებთ, რომ ბლოკის, ”პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, სადაც გაერთიანებულნი არიან ”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” , საპარლამენტო სია გუშინ გახდა ცნობილი. სიაში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა ლაგაზიძე ვერ მოხვდა, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან პარტია დატოვა. მოგვიანებით ლაგაზიძემ პარტიის დატოვება დაადასტურა.
ბურჭულაძის საპარლამენტო სია ასე გამოიყურება:
სიის პირველი ნომერი თავად ბურჭულაძე იქნება. გაერთიანების დანარჩენი ლიდერებიდან კი, გიორგი ვაშაძე მეორე, დავით ჯანდიერი მე-3, მამუკა კაციტაძე მე-10, ზურაბ ჯაფარიძე კი მე-12 ნომრადაა წარდგენილი.
„მეტრონომის“ ინტერვიუ სრულად იხილეთ აქ: