ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ბირთვული ცდა ჩაატარა. რომლის აფეთქების სიმძლავრე, სპეციალისტების შეფასებით, 10 კილოტონა იყო.
აფეთქების შემდეგ რეგიონში 5.3 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა. მომხდარი დაგმო და სახიფათო ნაბიჯი უწოდა საერთაშორისო გაერთიანებამ.
მეზობელმა იაპონიამ და სამხრეთ კორეამ მზადყოფნაში მოიყვანეს თავდაცვითი საშუალებები და ჩინეთთან ერთად ატმოსფეროში რადიაციის დონის შემოწმება დაიწყეს.
ბირთვულ გამოცდასთან დაკავშირებით დღეს, გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაქ ობამას თქმით, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ცდის გამო „სერიოზულ შედეგებთან“ ექნება საქმე.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ“ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ ჩატარებული ცდა „საგანგაშო და სამწუხარო ამბავია“.