aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ვლადიმირ ც. დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სადახლოში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 13,8 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 46 კაფსულა ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

იტვირთბა....