საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ორი მამაკაცი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ პლასტიკურ ბარათებს, რომლებზედაც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ჰაკერული გზით გადმოჰქონდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი პლასტიკური ბარათების მონაცემები და შემდგომში იყენებდნენ თბილისში არსებულ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.