რიო-დე-ჟანეიროში პარაოლიმპიური თამაშების გახსნისას ბელარუსის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა რუსეთის დროშით გაიარა. მალევე მამაკაცისთვის დროშის წართმევა მოახერხეს.
საერთაშორისო პარაოლიმპიურ კომიტეტის ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტს იძიებენ, რის შემდეგაც ორგანიზაცია დისციპლინარულ ზომებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
ცნობისთვის, რუსეთის პარაოლიმპიური ნაკრები რიოს ოლიმპიადიდან დოპინგ-სკანდალის გამო მოხსნეს.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბელარუსის დელეგაციაში განაცხადეს, რომ რუსი პარაოლიმპიელების მხარდასაჭერად ოლიმპიადის გახსნის დღეს რუსეთის დროშას ჩაატარებდნენ.
პარაოლიმპიური თამაშები რიოში 7 სექტემბერს გახსნა და 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.