ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველო აგრძელებს ფუნდამენტური რეფორმების გატარებას:
”ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა ამ რეფორმების მასშტაბურობამ, მოძრაობის ტემპმა იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის და თქვენი ძალისხმევის რეალიზაციაში, რომელიც ალიანსის წევრობისკენაა მიმართული. აღნიშნული რეფორმები უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, მაგრამ იგი მას ამზადებს ნატო-ს წევრობისთვის. აღნიშნულს დრო ესაჭიროება, მოითხოვს მოთმინებას, მაგრამ ჩვენ ვალდებულება გაგვაჩნია, დაგეხმაროთ ამ გზაზე ნატო-საქართველოს კომისიის ჩართულობით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით. ჩვენ გვყავს ექსპერტები საქართველოში, რომლებიც იძლევიან კონსულტაციებს კიბერუსაფრთხოების, სამხედრო დაგეგმარების და სხვა მიმართულებით, ჩვენ ერთობლივი წვრთნებს ვატარებთ”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატო პრაქტიკულ დახმარებას უწევს საქართველოს.