ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სტაბილური საქართველო მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის, ისე რეგიონისთვის“

„სტაბილური და დაცული საქართველო მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის, ისე რეგიონისთვის“-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:

„საბჭოსთვის ეს უკვე მეოთხე ვიზიტია საქართველოში, რაც თვალნათლივ აჩვენებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ. მე მჯერა, რომ თანამშრომლობა ღრმავდება და ამ გზაზე ბოლო წერტილი საქართველოს ალიანსში გაერთიანება იქნება. ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავაღრმაოთ სვლა ამ მიმართულებით და დაველოდოთ იმ შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ უმნიშვნელოვანესია ის თანამშრომლობა, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ, სტაბილური და დაცული საქართველო მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ისე რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია გლობალურადაც, რეგიონული თანამშრომლობისთვის.

ყოველთვის ხაზს ვუსვამდით შავი ზღვის მნიშვნელობას მის აღმოსავლეთ ნაწილში და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გაღრმავებას. ვარშავის კომუნიკეში სწორედ ეს მომენტი იქნა ხაზგასმული და მე მიხარია, რომ საქართველო აქტიური მონაწილე იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების, როგორც რეგიონული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის თაობაზე მსჯელობებსა და დისკუსიებში. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე მსოფლიოში. დღეს საგრძნობლად იზრდება არაკონვენციური ომის საფრთხეები და საქართველო ამ საფრთხეებს, თავისი გმირი ჯარისკაცების მონაწილეობით საერთაშორისო მისიებში, პასუხისმგებლობით პასუხობს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....