ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი- არ მინახავს ამ ასაკის კაცი თინეიჯერივით იცვლიდეს ხასიათს“

მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი. არ მინახავს ამ ასაკის კაცი თინეიჯერივით იცვლიდეს ხასიათს.  ეს პრობლემა ვერ გავითვალსწინე, -განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან, გურიაში სეხვედრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, სწორად არჩევს თუ არა პოლტიკაში  კადრებს, რადგან  2012 წელს თავად  დააკომპლექტა მთავრობა, რომელთა შორის მოხვდნენ მარგველაშვილი, ღარიბავილი, ჭიკაიძე და ნარმანია, ხოლო პარტიის ახალ სახეებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული სახეები ჩანან, ივანიშვილმა უპასუხა:

„მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი. არ მინახავს ამ ასაკის კაცი თინეიჯერივით იცვლიდეს ხასიათს. ეს პრობლემა ვერ გავითვალსიწინე. ის საკუთარ თავთან არის დაპირისპირებაში და არა-ჩემთან.

ღარიბაშვილი კარგად შერჩეული იყო, ნარმანიაც.  მათ სტანდარტები, რაც გუნდში იყო-კანონმორჩილება და ა.შ. დაიცვეს. ღარიბაშვილზე როცა კითხვები გაჩნდა, ის თანამდებობიდან ღირსეულად წავიდა.

ნარმანია მეთოდური, განათებული, კარგი მენეჯერია, შეადარეთ დღევანდელი და წინა თბილისი, თუ როგორ იმართება. მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სახემ, ფერაძემ, ოპოზიცია მოუწყეს ნარმანიას. თუმცა არც ნარმანიაა უნაკლო, მაგრამ ზოგადად სტანდარტებს იცავს.

რაც შეეხება ახალ სახეებს, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან ასოცირდებიან,  როგორც კი მოვედით ხელისუფლებაში, ათი თუ 12 კაცი ჩვენთან გადმოვიდა. ეს ხალხი არც სააკაშვილს შეუქმნია და არც ჩვენ, ისინი განათლებული, ნიჭიერი ხალხია-ოქრიაშვილი თუ ჩოჩელი და სხვები. მათ თავად შექმნეს წარმატება და არა პარტიის დახმარებით. როგორც კი საშუალება მიეცათ, სწორ ადგილზე გადმოვიდნენ. მათ ჭკუა ეყოთ რომ არც თავი მოაკვლევინეს, არც დააჭერინეს და არც დაარბევინეს სააკაშვილს. „-განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....