აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეფ ლენდრის გრენლანდიაში ვიზიტის შემდეგ სოციალურ ქსელში მისალმებას აქვეყნებს.
მიმართვას თან ახლავს ფოტოსურათი, სადაც ტრამპი გრენლანდიის ქალაქს გადაჰყურებს.
მანამდე აშშ-ის ლუიზიანის შტატის გუბერნატორი ჯეფ ლენდრი, რომელიც ასევე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია გრენლანდიაში, კუნძულს ეწვია, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განაცხადა, რომ გრენლანდიის კეთილდღეობა ტრამპზეა „დამოკიდებული“.
ლენდრი ასევე ფიქრობს, რომ გრენლანდიის ნავთობს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ირანთან კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსების ფასების შემცირებაში.
ლენდრისთან შეხვედრის შემდეგ გრენლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ კუნძულის მომავალთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა დასძინა, რომ კუნძული არ იყიდება.

