კომპანია „ეფლმა“ მსოფლიოს ახალი პროდუქტი, – „iPhone 7“ და „iPhone 7 Plus“ წარუდგინა. ამავდროულად, სმარტფონების ლიდერმა კომპანიამ მომხმარებელს განახლებული „ჭკვიანი საათი„ შესთავაზა.
ახალი მობილური მოწყობილობის ამსახველი ვიდეო „ეფლმა“ თავის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. სმარტფონები ხუთი ფერის იქნება – ოქროსფერი, რუხი, ვარდისფერი, შავი და შავი ონიქსი.
მთავარი სიახლე „აიფონის“ მოყვარულთათვის სმარტფონის უსადენო ყურსასმენებია, რომელთა ფასი 159 დოლარი იქნება. ამავდროულად, „აიფონი“ გახდა მტვერისა და წყლის მიმართ უფრო გამძლე, უფრო მეტად ძლიერი ფოტო და ვიდეოკამერებით აღჭურვილი. „ეფლმა“ „გეიმერებს“ ექსკლუზიურად ცნობილი თამაში „მარიო“ შესთავაზა.
საქართველოს ბაზარზე ახალი პროდუქტი 17 სექტემბრიდან გამოჩნდება. მისი ფასი 649 დოლარიდან იწყება.
https://www.youtube.com/watch?v=JViNZOaUa3g
https://www.youtube.com/watch?v=FEZ8Za0Qdkw
https://www.youtube.com/watch?v=VS8mhChQRQM