ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

ვაკეში 2 სექტემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირი დააკავეს (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=8aXtSP4k9h8

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ო.გ. -ზესტაფონში, 1991 წელს დაბადებული თ.შ. – თეთრწყაროში, ხოლო 1996 წელს დაბადებული ს.მ. თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის დროს აღნიშნული პირები, მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ნ.-სთან ერთად, თ.შ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტს შეესწრნენ და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს ვაკეში, სოსო ჯოხაძე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოკლეს. მის ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე შუქნიშანზე გაჩერდა. ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები გავრცელდა. მასალაში ჩანს, როგორ ესვრის ერთი პირი სოსო ჯოხაძის მანქანას. თავდამსხმელი პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა.

იტვირთბა....