სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომელიც ასახავს ორთაჭალაში მომხდარ აფეთქებას.
ვიდეომასალის მიხედვით, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მსუბუქი მანქანა აფეთქდა. ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მიზეზი. სავარაუდო ინფორმაციით კი ავტომანქანაში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ბალონი აალდა. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
როგორც შსს-ს პრესცენტრმა „მეტრონომს“ განუცხადა,
სავარაუდოდ ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავი იყო,
რის შედეგადაც აფეთქება მოხდა. ავტომობილის მეპატრონეს პრეტენზია არ გამოუთქვამს, შედეგად , გამოძიება დაწყებული არ არის.
https://www.youtube.com/watch?v=zIYdCqw5Wuo