ახალი ამბები მთავარი

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეუწყდება

თბილისის 5 რაიონს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას, დედაქალაქის რაიონების მიხედვით, კომპანია თელასი ავრცელებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიის, მოსკოვის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, სერგო წულაძის, ნადარეიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, წულაძის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, სოფელ დიღმის, მისის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, ხელაშვილის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გლდანის I მიკრორაიონის, სოფელ გლდანის, გობრონიძის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის, არაყიშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა, ტიციან ტაბიძის და აბაშელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

იტვირთბა....