აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ქართულ მხარესთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია” – მარკუს ლამერტი

დღეს შეხვედრა შედგება ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის, ეს არის სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც გაწერილია სავიზო რეგულაციებში და ეს შეხვედრა მაშინ იმართება, როდესაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი უკვე გააქტიურებულია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.

როგორც ლამერტმა აღნიშნა, შეხვედრას წინ უძღოდა 2026 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ,  უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დიპლომატიურ, სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს ფლობენ.

„მათთვის უვიზო მიმოსვლა თავდაპირველად 12-თვიანი პერიოდით შეჩერდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრებმა ეს გადაწყვეტილება დაამტკიცეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. სწორედ ამაზე იქნება საუბარი. შეგახსენებთ ამ გარემოებებს: საქართველოს მიერ იმ ვალდებულებების დარღვევა, რომელიც ქვეყანა იკისრა უვიზო რეჟიმის ფარგლებში გადამწყვეტ სფეროებში, დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებში“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

იტვირთბა....