პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს. დავით უსუფაშვილის განაცხადებით აშშ-ის სამხედრო ბაზა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
„ვიდრე საქართველოს NATO-ს წევრობა რეალური გახდება, საქართველომ უნდა იზრუნოს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსებისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და დაცვისთვის აუცილებელი ამოცანა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როგორც აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ განაცხადა, მას ამ საკითხზე დავით უსუფაშვილთან საუბარი ჯერ არ ჰქონია, თუმცა წინადადებას საინტერესოდ მიიჩნევს:
“უნდა შევხედოთ, რას გულისხმობს “რესპუბლიკელების” წინადადება. აშშ მნიშნელოვნადაა წარმოდგენილი საქართველოში, ეს უკავშირდება შეფასებისა და წვრთნების ფარგლებში ჩატარებულ სამუშოებს ჩვენი ხელმძღვანელობით და ასევე, მტკიცე მხარდაჭერის პროგრამის კუთხითაც. ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც ახლა განხილვის ეტაპზეა. ასე რომ, შემოთავაზება საინტერესოა და შევისწვალით დეტალურად”, – განაცხადა იან კელიმ.