კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს:
„გაცნობებთ რომ დაახლოებით ერთი საათის წინ ტექდათვალიერების გასავლელად მიმავალ სამარშუტო ტაქსს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეჯახა ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილი, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსში მძღოლის გარდა არ იმყოფებოდა არავინ. შეჯახებამ ასევე გამოიწვია გზის სავალი ნაწილიდან სატვირთო ავტომობილის გადატრიალება. მსუბუქად დაშავებულია ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი.“
როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრესამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში. საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.