ახალი ამბები მთავარი სამართალი

სახალხო დამცველის აპარატი: „მინდია ოჯახიშვილს აღენიშნება სისხნაჟღენთები“

“სახეზე აქვს თვალის გარშემო სიწითლეები. ტანზე, მხრებზე და ზურგზე აქვს ნაკაწრები, მუხლზე კი აქვს დიდი სისხლნაჟღენთები”- ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა ციალა ქათამიძემ განაცხადა.

საქმე ეხება გუშინ დაკავებულ 27 წლის სპორტსმენს, მინდია ოჯახიშვილს. მისი ოჯახის წევრების განმარტებით, ოჯახიშვილი სამართალდამცველებმა სცემეს.

სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის ციალა ქათამიძეს თქმით,  მინდია ოჯახიშვილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა.

“სახეზე აქვს თვალის გარშემო სიწითლეები. ტანზე, მხრებზე და ზურგზე აქვს ნაკაწრები, მუხლზე კი აქვს დიდი სისხლნაჟღენთები. მნიშვნელოვანია, დადგინდეს ამ დაზიანებების წარმოშობის დრო და მიზეზები. სახალხო დამცველის აპარატმა ამ საქმის შესწავლა დაიწყო და მოუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მყისიერი რეაქცია მოახდინოს და ფაქტზე დაიწყოს სასწრაფო გამოძიება”, – განაცხადა ქათამიძემ.

შეგახსენებთ, მინდია ოჯახიშვილის ოჯახი აცხადებს, რომ სპორტსმენს იარაღი ჩაუდეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გუშინ დაპირისპირება იყო ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მოთავსებული იყო მინდია ოჯახიშვილი. მისი ოჯახის წევრები კი აცხადებდნენ, რომ მათ შიგნით არ უშვებდნენ.

აღნიშნულ ფაქტზე შსს-ში გამოძიება  236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....