ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისშია. იენს სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოლტენბერგს ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი პირველ შეხვედრას ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს.
ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად თბილისში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებიც ჩამოვიდნენ. დღესვე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.
2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს დელეგაცია ასევე შეხვდება პრეზიდენტს, შეხვედრებს გამართავს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, პარლამენტის წევრებთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში მეოთხედ იმართება.