ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ჭკუასელმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნებიდან“ აღნიშნულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება კი „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოზე მიიღო.
„ჩანაცვლებას ნაკლებად დავარქმევდი, თემური ე.წ. გამსვლელ სიაში ჩნდება, საშუალება მოგვეცა, რომ გურიაში 2 კანდიდატი გვყავდეს, წილოსანი და ჭკუასელი,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
როგორც „მეტრონომს“ „ქართულ ოცნებაში“ განუცხადეს, ამ თემასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას დღეს გააკეთებს.