ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი.
საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ შპს „მაინფმა ზუმერი“ ის წარმომადგენლებმა, ჩინური წარმოების მობილურ ტელეფონებზე მოახდინეს დიდი ოდენობით “NOKIA”-ს და “SAMSUNG”-ის სასაქონლო ნიშნის კუსტარულად დატანა და შემდგომში მისი რეალიზაცია. საგამოძიებო სამსახურის მიერ, აღნიშნული საწარმოდან ამოღებულია 111 ერთეული“NOKIA”-ს და 219 ერთეული “SAMSUNG”-ის სახელით კუსტარულად ნიშანდებული ჩინური მობილური ტელეფონები. გარდა ამისა, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია შემდგომში, ჩინური წარმოების ტელეფონებზე დასატანად გამზადებული „APPLE”-ის, “SAMSUNG”-ის, “NOKIA”-ს და “HTC”-ის სამარკო ნიშნები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 196-ე მუხლის 3-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.