ახალი ამბები

სპორტსმენის ოჯახი აცხადებს, რომ ის პოლიციამ სცემა და იარაღი ჩაუდო

გვიან ღამით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური და დაპირისპირება იყო. საქმე ეხება 27 წლის სპორტსმენს, მინდია ოჯახიშვილს. ახლობლები სპორტსმენის დაკავების დროს პოლიციის მიერ ცემის ფაქტზე საუბრობენ. მშობლების მტკიცებით, მოჭიდავე იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს, იარაღი კი დაკავების დროს პოლიციამ თავად ჩაუდო.

სპორტსმენის ოჯახის წევრები ღამით საავადმყოფოში შესვლას და ექიმებთან გასაუბრებას ცდილობდნენ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....