ახალი ამბები მთავარი სამართალი

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ცოტა ხნის წინ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღვოდა.

დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....