,,რუსთავი-2“- ის გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი მოაწყო. მისი განაცხადებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე მთავარი არგუმენტი არის არა მხოლოდ ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის გაფორმებული დოკუმენტი, არამედ ის ფაქტი, რომ ,,რუსთავი 2“-ის რეალური მფლობელები არიან მართლები, როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური თვალსაზრისით:
„პირველ რიგში, ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ საქმეში არა ირაკლი ღარიბაშვილის წარმოდგენილი დოკუმენტია, არამედ ის, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელები არიან აბსოლიტურად მართლები. მათ მიერ სამართლიანად მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არის უკანონო. კეთილსინდისიერი მყიდველისთვის ქონების ჩამორთმევა არ ხდება.,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა უზენაეს სასამართლოს მიმართა:
“მივმართავ უზენაესს სასამართლოს, რომელიც იხილავს ამ სარჩელის დასაშვებობას ზეპირად მოსმენის გარეშე. 4 დან 1 კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო, რომ საქმეზე წარმოება დაიწყოს, ჩვენი ოთხივეს აკმაყოფილებს. მივმართავ ამ კოლეგიას მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სწრაფად, ნუ გვამყოფებენ ტერორის ქვეშ.
ის რასაც უზენაესი სასამართლო აკეთებს არის ტერორი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების და მისი მაყურებლების წინაშე. მუდმივი მოლოდინი როდის მოვა ფოსტა, შეტყობინება.
ან აღმასრულებელი ან სულაც გასამხედროებული ფორმირება რომ „რუსთავი 2“ დაიკავოს. ეს არის ტერორი რომელსაც აწარმოებს უზენაესი სასამართლო,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის გაფორმებული დოკუმენტის შესახებაც ისაუბრა:
“ეს არ არის ჩვენი მთავარი კოზირი, მიუხედავად ამისა ამ დოკუმენტს თავის ფასი და მნიშვნელობა აქვს. ამით დასტურდება რომ ქიბარ ხალვაში რეალურ მფლობელს არ წარმოადგენდა, მისი უფლებები ვერ შეილახებოდა იმიტომ, რომ ის ამ ქონებას არასდროს არ ფლობდა,”- განაცხადა გვარამიამ.