ახალი ავტობუსები თბილისში თვის ბოლოდან გამოჩნდება. ავტობუსები გერმანული კომპანია “Man Truck and Bus AG“-ის ქარხნებში ეწყობა. პროცესის პირადად გაცნობის მიზნით პოლონეთში ვიზიტით იმყოფებიან დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და მისი მოადგილე ირაკლი ლექვინაძე.
“ადგილზე ვნახავთ ავტობუსების დამზადების პროცესს, ვეწვევით ორ ქარხანას, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. შევთანხმდებით მიწოდების გეგმა გრაფიკზე, ვნახავთ იმ ტექნიკურ პარამეტრებს, რაზეც ვართ შეთანხმებულნი “Man”-ის ქარხანასთან. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში კრინიცაში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვალ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ ბოლო პერიოდში განხორციელებულ იმ ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია საზოგადოების ჩართულობასთანგადაწყვეტილების მიღების პროცესში და ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია,” – განაცხადა ნარმანიამ.
ახალი ავტობუსების ფოტოებს სოციალურ ქსელში ირაკლი ლექვინაძე აქვეყნებს და წერს, რომ პირველი ათი ავტობუსი სექტემბრის ბოლოდან ჩამოვა, დანარჩენი 143 კი ეტაპობრივად.