რუსეთში ტრამპის გზის საპირწონედ, “პუტინის გზის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ – ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინიციატივით კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ვლადისლავ გასუმიანოვი გამოვიდა.
“თუკი არსებობს აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალი [აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ] ტრამპის გზა, მაშინ რატომ არ შეიძლება არსებობდეს რუსეთიდან, აფხაზეთისა და საქართველოს გავლით, სომხეთში მიმავალი პუტინის გზა“ – თქვა კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ვლადისლავ გასუმიანოვმა.

