პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსნიაკ-კამიშმა მოუწოდა უკრაინას, დრონების გამოყენების დროს მეტი სიზუსტე გამოიჩინოს, რათა არ შეუწყოს ხელი რუსეთის პროვოკაციებს. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტალინში გამართულ პრესკონფერენეციაზე გააკეთა.
„ჩვენი ტერიტორიები არ უნდა დაირღვეს, ტერიტორიებს არ უნდა შეექმნას საფრთხე“, – განაცხადა ვლადისლავ კოსნიაკ-კამიშმა.
ცნობისთვის, ამ კვირაში ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკრაინული დრონების შესვლის ფაქტები დაფიქსირდა. უკრაინამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და უკრაინული დრონებისთვის გეზის შეცვლაში მოსკოვი დაადანაშაულა.

