ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფილიპინების პრეზიდენტმა ობამა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ფილიპინების პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. მოლაპარაკებები ლაოსში, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტის ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფილიპინების პრეზიდენტმა შეერთებული შტატების ლიდერს საჯაროდ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, შეხვედრაც გაუქმდა. დაპირისპირების მიზეზი კი ბარაკ ობამას კრიტიკა გახდა.

ბოლო პერიოდში ნარკოდილერებთან ბრძოლის ფარგლებში ფილიპინებში მრავალი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ბრძოლის ეს მეთოდი კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკრიტიკა, რამაც ფილიპინების ლიდერის უკმაყოფილება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ფილიპინების ლიდერის მსგავსი ენა სხვა ცნობილი პირების მიმართაც გამოუყენებია, თუმცა ამ შემთხვევამ დიპლომატიური მნიშნელობა შეიძინა.

მოგვიანებით ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტესმა განაცხადა, რომ ობამაზე ნათქვამ რეპლიკას ნანობს.

 

160906093330-rodrigo-duterte-quote-12-exlarge-169

იტვირთბა....