ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ოქრუაშვილის განცხადებით მას კახი კალაძე ავიწროვებს: ვინ გადაიხადა „რუსთავი 2“-ში 6 მილიონი

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას კახი კალაძე უპირისპირდება და  „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ  დოკუმენტს სწორედ ამიტომ ასაჯაროებს:

„  იძულებული გამხადეს ეს დოკუმენტი გამესაჯაროებინა. მე პირადად არჩევნების შემდეგაც არ ვაპირებდი მის გამომზეურებას, სხვა ტიპის ურთიერთობებით მინდოდა მომეგვარებინა ეს საკითხი.

პიროვნება, რომელმაც მაიძულა ამ ნაბიჯზე წასვლა, არის კახა კალაძე, რომელიც სამი წელია მეკინკლავება და მებრძვის. 2013 წელს არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას, ბიზნესში მინდოდა ყოფნა, მაგრამ არ გამოვიდა-კალაძემ შემიშალა ხელი. კალაძე ხელმძღვანელობდა არჩევნებს გორში, სადაც გამარჯვებას მივაღწიე, მაგრამ მომპარეს ხმები. საკრებულოს სხდომაზე ჩემი თანაგუნდელის გადაყენებას კალაძე ხელმძღვანელობდა. მათ იცოდნენ, რომ თუ ასე მოხდებდა, სხვა გზა არ მექნებოდა და დოკუმენტს გავასაჯაროვებდი.

საკმაოდ კონსტრუქციული ვიყავი „ქართულ ოცნებასთან“ და მათ თამაშში შუაში ჩადგომას არ ვაპირებდი, მაგრამ გორის საკრებულოში, ჩემ თანაგუნდელს, ილია მეტრეველს თუ გადააყენებდნენ, სხვა გზა არ დამრჩებოდა.

ჩემ ინტერესებში იურიდიულად მოვლენების ასეთი განვითარება შედიოდა-უზენაესი სასამართლო ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებდა „რუსთავი 2“-ს და შემდეგ მე ამ დოკუმენტს გამოვავლენდი. არჩევნებამდე ამ დოკუმენტის წარმოჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.  საკრებულოს გუშინდელი მოვლენები იყო გზავნილი მათგან, რომ ჩემთან მეგობრობას არ აპირებენ.

რაც შეეხება დოკუმენტს, ეს ისტორია 2000 წლიდან იწყება, ეროსი კიწმარიშვილს  ახალი ბიზნესის წამოწყების სურვილი გაუჩნდა, ეს იყო ინტერნეტკომპანია. მე მომადგა, რადგან ძველი ურთიერობა გვქონდა. შემომთავაზა თანხა ჩამედო, რადგან პერსპექტიული იყო. ამ კომპანიას რამდენიმე წელში ათეულობით მილიონის ბრუნვა ჰქონდა და მე მეწილე ვიყავი. დავით დვალთან და აქიმიძესთან  კარგი ურთიერთობა არ ჩამომიყალიბდა,ამიტომ  მათთან იურიდიულად გადავწყვიტე სიტუაციის გარკვევა. გაირკვა რომ ეროსი ბადრი პატარკაცისშვილისთვის აპირებდა „რუსთავი 2“-ის მიყიდვას. მივუსწარი მას, დავარწმუნე რომ ეს ცუდი იქნებოდა, და შევთვაზე, მე მეყიდა, ბეც გადავუხადე.

რევოლუციის მერე ვსაუბრობდით რამდენად და როგორ გაიყიდებოდა. ეროსის პირობით, მის პარტნიორებს არ უნდა სცოდნოდათ რამდენს აიღებდა თავად. მას 30 პროცენტი ეკუთვნოდა. დვალს და აქიმიძეს „რუსთავი „-ის წილის  ფული გადავუხადე. ამ დროს ისინი ამბობენ რომ ეს არ გამიკეთებია. ეროსის წილის ფული მე არ გადამიხდია, სხვამ გადაიხადა და თუ ჩათვლის საჭიროდ, თავად იტყვის ამის შესახებ.

2010 წელს ეროსიმ შემომთავაზა მაესტროს 50 პროცენტიანი წილი მეყიდა. მას 200 000 გადავუხადე და ინვესტიციებიც ჩავდე მაესტროში. ხალვაშზე გადავაფორმე წილები, ამავდროულად, რუსთავი 2-ის წილები დოკუმენტურად დავიდასტურე.

დოკუმენტში არის ორი პუნქტი. „რუსთავი 2“-ზე საქალაქო სასამართლოს არ მივმართავ, ამ თემაზე ვიდავებ პარიზში ან ლონდონში. ხალვაში რუსთავი 2-ის 50 პროცენტს აქიმიძეს და დვალს ვერ გადაუფორმებს. ეს დარღვევაა.

ხალვაშის  ხელმოწერის ავთენტურობა პარიზის საუკეთესო ექსპერტებს შევამოწმებინე. დოკუმენტალური დადასტურება მაქვს, რომ ამ დოკუმენტზე მისი ხელმოწერაა.

აქამდე რუსთავი 2-თან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენებს ეს დოკუმენტი არ ანგრევს. მაგრამ ამ დოკუმეტის არსებობაზე ერთი წელია საუბარი მიდის. არავის კითხვა  არ გასჩენია, რა დოკუმენტზე იყო საუბარი. ხალვაში ამ თემაზე კომუნიკაციას გაურბის.

7 მილიონი,  რითიც რუსთავი 2 ვიყიდე: ჩემი მხრიდან  მილიონახევარზე მეტი იყო გადახდლი, 150000 ნიკა ტაბატაძემ გადაიხადა და  800000 დოლარი ჩემმა ახლობელმა.  6 მილიონი იმ ადამიანმა გადაიხადა, რომლის თანხმობის გარეშეც ვერ ვისაუბრებ.

ჩემი ინტერესია სასამართლო დავა ხალვაშსა და დღევანდელ მესაკუთრეებს შორის დასრულდეს და ამის მერე დავიწყო ჩემი იურიდიული უფლებების დაცვა. დავამდე შეიძლება რუსთავი 2-ის მოწინააღმდეგე მხარესთან ყველაფერი შეთანხმებით დამთავრდეს.

რუსთავი 2-ის თემაზე არჩევნებამდე საუბარს არ ვაპირებდი, ასევე მაესტროზეც იმავეს ვიტყვი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება არჩევნების შემდეგ.

ეს ხელისუფლება პრობლემებით ვერ გამაკვირვებს, იმდენი მაქვს სააკაშვილის ხელისუფლებისგან ნანახი“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

იტვირთბა....