ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქართველოს ბანკის სათავო ოფისში სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული

საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული:  თანამშრომლებმა შენობაში  კვამლი დააფიქსირეს.

ბანკის თანამშრომლებს შენობა სასწრაფოდ დაატოვებინეს.    შენობაში შუქი გათიშული იყო და მეხანძრე-მაშველების თქმით, მიმდინარეობდა კვამლის კერის შემოწმება.

როგორც „მეტრონომს“ საგანგებო სიტუაციებს სამსახურში განუცხადეს, შენობაში დაკვამლიანება შეინიშნებოდა, რის შედეგადაც სახანძროს 5 ბრიგადა მობილიზდა ადგილზე.

ამ ეტაპზე სიტუაცია განმუხტულია.

იტვირთბა....