რამდენიმე წუთის წინ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ პროფილაქტიკაში სროლის ხმა ისმოდა, -ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავე ავტომატიდან ისროდა.
ტელეკომპანიის ცნობით, დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები.
არაოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი პროფილაქტიკის თანამშრომელია, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი დაშავდა,
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პროფილაქტიკაში მისულ მამაკაცს ხელოსანმა განუცხადა, რომ არ ეცალა და დაცდა და რიგის დაკავება სთხოვა.