„ქართული ოცნებისა“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება:
“ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა დაიწყეს ძახილი, რომ თურმე ჩვენ ვამზადებთ არეულობას. როგორც წესი, ის მოწინააღმდეგეს აბრალებს თავის გეგმებს. ამ სურათზე კარგად სჩანს, როგორ არეულობას ვამზადებთ ჩვენ. არჩევნები ივანიშვილს წაგებული აქვს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს.” წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ინფორმაციით „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩვენოდ გარკვეულ უბნებზე არეულობას გეგმავს.