ჩინეთში მიმდინარე “დიდი ოცეულის” შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა. WSJ-ის ინფორმაციით ორი ლიდერის შეხვედრის ძირითადი თემა სირიაში მიმდინარე მოვლენები იყო.
ობამა პუტინის შეხვედრა სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.
კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრის ძირითადი თემები უკრაინა და სირია იყო.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში რუსეთისა და აშშ-ის მთავარი დიპლომატები სერგეი ლავროვი და ჯონ კერიც მონაწილეობდნენ.