ახალი ამბები მთავარი

ივანიშვილის პასუხი: რა შემთხვევაში ითანამშრომლებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ქართული ოცნება“

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას  „რესპუბლიკურ პარტიაზე“ დასმულ კითხვას უპასუხა:

„რესპუბლიკური პარტიის“ პლიუსი არის ის, რომ ძველი პარტიაა, თანმიმდევრულობით გამოირჩევა, უყვართ პროცედურული დემოკრატია და ა.შ. სხვა დანარჩენი, ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ.

განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ისეთ შეფასებებს აკეთებენ, რომ საზოგადოება ადეკვატურად პასუხობს.

მაგალითებით ვერ მტკიცდება, რომ ისინი სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და მასზე ზრუნავენ. „

ივანიშვილის შეფასებით, გაურკვევევლია რა შინაარსს ატარებს „პატრიოტთა ალიანსი“:

„პატრიოთტა ალიანსის“ პლატფორმა ვერ გავიგე და არ ვიცი გამოკვეთილად რა უნდათ. ქართული ტრადიციები ყველას მოგვწონს, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა. მათზე ერთადერთი პოზიტივი ის შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სწორად წარმოჩენას ცდილობენ. „

ყოფილი პრემიერის შეფასებით „ქართულმა ოცნებამ“ „თემატურად“ ყველა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს:

„მთავრობის ჩამოსაყალიბებლად „ქართულ ოცნებას“ პარტნიორი არ დასჭირდება, მაგრამ პარტიამ თემატურად ყველასთან უნდა ითანამშრომლოს. ვერ გავავლებ ხაზს, ვისთან არ უნდა ითანამშრომლონ. „

ჟურნალისტის კითხვაზე, ეს მიდგომა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ თუ ეხება, ივანიშვილმა უპასუხა:

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ სტარტეგიულად შეიძლება თანამშრომლობა, მაგალითად,  ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე, პრეზიდენტის ინსტიტუტი, კანონმდებლობა მედიაზე-ამაზე შეთანხმენენ კიდეც.  ამ დროს თემატურად წყალგამყოფს ვერ ვხედავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არცერთ შემთხვვეაში არ უნდა ითანამშრომლოს რომელიმე პარტიასთან. „

ყოფილი პრემიერის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის თვისებები სახელმწიფო მართვისთვის მნიშვნელოვანია:

„უსუფაშვილს არ აქვს მსგავსი თვისებები, რაც კვირიკაშვილს. ისევ ჩვენი დახმარებით გახდა მთავრობის თავმჯდომარე და ამასაც გვამადლის.“-განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის მორიგი შეხვედრა ოთხშაბათს, ახლა უკვე ზუგდიდში გაიმართება.

იტვირთბა....