ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „ჯიდიესის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული ფილმის შექმნა მისი იდეა იყო. ასევე მისი იდეა იყო ფილმის სათაური „9+1“, თუმცა ხაინდრავამ შემდეგ „ჰეროკრატია“ დაარქვა:
„მასშტაბური ფილმია და ამიტომ დაემთხვა წინასაარჩევნოდ მისი ჩვენება. ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა, ჭყინტი ერი, ამიტომ ფილმის გამო ქუჩაში გამოსვლა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის პასუხის მოთხოვა მოქალაქეებს არ მოუნდებათ“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
წინა საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული რისკები:
„ნაციონალური მოძრაობა“ გაზაფხულზე უკვე გეგმავდა რევოულიციას, შემდეგ შემოდგომაზე, ასე მოვიყვანეთ ბოლომდე და ახლა აქვთ ბოლო გაბრძოლება. არჩევნების პროცესის აყირავების ხიფათი არსებობს, ეს გეგმა აქვთ მათ.“-განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას გურიაში მართავს. „ჯიდიესის“ პირდაპირ ეთერში ის ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.