ახალი ამბები მთავარი

საქსტატი: ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი გაიზარდა და 978 ლარი შეადგინა

2016 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 978,1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 35.9 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 727,5 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 37,4 ლარით). საქსტატის მონაცემებით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1148,0 ლარი,

საშუალო ბიზნესი – 783,0 ლარი,

მცირე ბიზნესი – 582,0 ლარი.

2016 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,1% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 12,3%-იანი წილით. შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 9,5%-იანი წილით და მშენებლობა – 9,5%-იანი წილით, ხოლო დარჩე- ნილი 21,6% – სხვა დარგებზე ნაწილდება.

2016 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (22,1%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა მშენებლობა (19,2%) და ვაჭრობა (17,0%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 12,7%-იანი წილით, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 8,3%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 20,7%-იანი წილი უჭირავს.

2016 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით), დამამუშავებელი მრეწველობის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,5%, 14,2% და 10,3%-იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (10,1%), მშენებლობის (10,0%), აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის საწარმოებზეც (9,3%).

იტვირთბა....