თურქეთში ანტალიის სანაპიროსთან ტურისტული გემი ჩაიძირა. გემი, რომელიც ერთდღიან კრუიზში იყო ხმელთაშუა ზღვის შტორმში მოყვა.
მაშველებმა 84 ადამიანი გადაარჩინეს, დაშავდა 33. დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი, რომლებიც თურქეთისა და ლიბანის მოქალაქეები არიან.