4 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე, ღვინის აღმართზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე სამსახური აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მიმდინარეობს ქვაფენილის რეაბილიტაცია.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.