ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატის თქმით, ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულს ფიზიკური დაზიანებები აქვს

სოსო ჯოხაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალი გვიან ღამით წაუყენეს.

დაკავებულის ადვოკატი ლევან პატარქალიშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულ ბადრი ნათენაძეს დაზიანებები აღენიშნება.

“მას ხელზე და სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც, მისი თქმით, დაკავების შემდეგ მიიღო”.-აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. პატარქალიშვილი დაკავებულისთვის ექსპერტიზის ჩატარებასაც მოითხოვს.

ნათენაძეს  ბრალი სისხლის სამართლის 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს ვაკეში სოსო ჯოხაძე მანქანაში ჩაცხრილეს.

 

იტვირთბა....