ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

წინანდალში Radisson-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

საპარტნიორო ფონდისა და ,,სილქ როუდ ჯგუფის“ ოფიციალური შეთანხმების საფუძველზე, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, “რედისონ ბლუ წინანდალი” აშენდება.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, „რედისონ ბლუ წინანდალი“ პირველი საერთაშორისო ბრენდირებული სასტუმროა კახეთის რეგიონში და მისი მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.
30 მილიონიან საინვესტიციო პროექტზე შეთანხმება წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შედგა.

ოფიციალურ დოკუმენტს ხელი წინანდალში საპარტნიორო ფონდის დირექტორმა დავით საგანელიძემ და  “წინანდლის მამულების” დირექტორმა გიორგი ხარაბაძემ მოაწერეს.

იტვირთბა....