მდინარე წყალწითელაში 12 წლის ბიჭი დაიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარი მაშველებმა ღამით იპოვეს. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

