კლიმატის ცვლილების გამო, მსოფლიოში ყავის დეფიციტს პროგნოზირებენ. კლიმატის ინსტიტუტზე დაყრდნობით, Telegraph წერს, რომ 2080 წელს მსოფლიოში ყავა შესაძლოა გადაშენდეს.
გამოცემის ცნობით, 2050 წლისთვის, ყავის პლანტაციების 50% მოსავალს ვეღარ მიიღებს, უახლოეს 70 წელიწადში კი ყავის ისეთი სახეობები, როგორიც არაბიკაა, შესაძლოა გაქრეს.
Telegraph-ის ინფორმაციით უახლოეს წლებში ყავის ფასი მოიმატებს, მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა კი სადაც ყავის ინდუსტრიაა განვითარებული სამუშაო ადგილებს დაკარგავს.
2012 წელს ცენტრალურ ამერიკაში ყავის ინდუსტრიამ 500 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა.