ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საქართველოში სომხეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

 

საქართველოში სომხეთის საელჩომ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგელების სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, განცხადება გააკეთა.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთი ყოველთვის ითვალისწინებდა საქართველოს პოზიციას აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და ამ პოლიტიკას უცვლელად განაგრძობს.

“სომხეთი ყოველთვის ითვალისწინებდა საქართველოს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და ამ პოლიტიკას უცვლელად განაგრძობს.

სტეფანაკერტში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ბატონ კან ტანიას შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ, მითუმეტეს, საუბრისა და მოლაპარაკებების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”. – ნათქვამია  საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ,  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტეპანაკერტიდან ავრცელებს ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან.

 

იტვირთბა....