ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ავთანდილ იმედაძე საუბრობს. ექიმის ინფორმაციით ამჟამად დაჭრილ მამაკაცს კვლევები უტარდება.
დაჭრილი მამაკაცი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია.
შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი 2 ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.