ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი ბადრი ნათობაძეა, მეტსახელად “ბატუკა”, – ექსკლუზიურ ინფორმაციას “პრაიმტაიმნიუსი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ვაკეში მომხადრი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძე. მეორე პირი, მისი ადვოკატი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი მძიმე ჭრილობებით.
შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.