ახალი ამბები მთავარი სამართალი

რას ყვება თვითმხილველი მკვლელობაზე: „დაახლოებით ხუთჯერ თუ ექვსჯერ ჩვენს თვალწინ ესროლა“

ვაკეში  ახალგაზრდა მამაკაცის, სოსო ჯოხაძის მკვლელობის დეტალებზე თვითმხილველები ყვებიან. მათი თქმით, პირს, რომელმაც მანქანაში მყოფ ორ მამაკაცს ესროლა, თავზე კაპიშონი ჰქონდა აფარებული, მანქანაში მყოფ ორ პირს ესროლა, შემდეგ კი გაიქცა.

„სავარაუდოდ, რომელიც დაღუპულია, ის საჭესთან იჯდა. ერთი ბიჭი იყო, რომელმაც ისროლა რამოდენიმეჯერ და გაიქცა. როგორც ამბობენ, თავზე მას კაპიუშონი ჰქონდა წამოხურული“- ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

„დავინახეთ, რომ გაიქცა ქვევით. ჩვენს თვალწინ ესროლა დაახლოებით ხუთჯერ თუ ექვსჯერ. მანქანა მოდიოდა, შუქნიშნის შემდეგ გამოვიდა, ამ დროს ბიჭი გამოიქცა და პირდაპირ ესროლა. მოარტყა მძღოლს და მის გვერდით მჯდომს. დაჭრილი გადმოვიდა მანქანიდან და შველა ითხოვა. ვინც ესროლა კი გაიქცა“- ამის შესახებ ყვება კიდევ ერთი თვითმხილველი.

შეგახსენებთ, დღეს ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით მისი ვინაობა ცნობილია და ის კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძეა. დაჭრილია მის გვერდით მჯდომი პირიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მისი ადვოკატია. მას ამ წუთებში საოპერაციოდ ამზადებენ.

შსს-ს ცნობით მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

იტვირთბა....