უკვე ცნობილია ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს გარდაცვლილოი ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. არსებული ინფორმაციით, ის სოსო ჯოხაძეა.
ადგილზე ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, შავი ფერის ჯიპს ერთი შეიარაღებული პირი დაესხა თავს, რომელმაც 5-6 გასროლა განახორციელა და გაიქცა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი, მისი ადვოკატი, ზაქარია ჩიბუხაშვილი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, მოკლული სოსო ჯოხაძის ძმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული წარსულში ოთხჯერ ნასამრთლევი გიორგი ჯოხაძეა. გიორგი ჯოხაძის და და მისი ძმის, სოსო ჯოხაძის სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ჯოხაძეს სამართალდამცველები სასტუმრო “საქართველოსთან” მომხდარი ინციდენტის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდნენ. მაშინ ორმხრივი სროლის დროს სამი ახალგაზრდა დაიჭრა. ძმების სახელი 2004 წელს ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ ტრაგედიაშიც ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, პლეხანოველ და საბურთალოს საძმოებს შორის დაპირისპირების გამო საცურაო აუზთან ცოლ- ქმარი ჩაცხრილეს. 2004 წელს სამართალდამცველები ამბოდნენ, რომ მკვლელობა ჯოხაძეებზე შურისძიების მიზნით მოხდა. ვაკის საცურაო აუზის ინციდენტამდე პოლიციამ შეიარაღებული პიროვნება დააკავა, გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული ვატო ყიფიანის და ჯოხაძეების საძმოს წევრი იყო. ჯოხაძე სამართალდამცავებმა იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით აიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დაკავებულია. თავდასხმის შედეგად, ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი დაჭრილია, ხოლო სოსო ჯოხაძე გარდაცვლილი.