ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Samsung-მა Galaxy Note 7-ის გაყიდვა შეწყვიტა

კომპანია Samsung-მა სმარტფონების  მოდელის Galaxy Note 7-ის გაყიდვა შეწყვიტა, -ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომპანიის გადაწყვეტილების მიზეზი მობილური ტელეფონების აალების რამდენიმე შემთხვევა გახდა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომპანიის აქციები 2 პროცენტით გაუფასურდა.

კომპანიაში განაცხადეს, რომ Galaxy Note 7-ის გაყიდვას შეაჩერებს, რადგან მოწყობილობებს დამატებითი გამოცდები უტარდება.

Samsung-ი უკვე გასაყიდად გაგზავნილ სმარტფონებს უკან დააბრუნებს.

იტვირთბა....