საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მტკიცება, თითოს ის ევროპისკენ მიდის, ტყუილია და საბჭოთა კავშირის განცხადებებს ჰგავს – ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა “ტვ პირველთან”, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ის, რაც გვესმის დღეს საარჩევნოდ, რომ „ოცნება“ და მმართველი გუნდი თითქოს მიდის ევროპისკენ, არის ტყუილი. ისეთივე ტყუილია, როგორიც იყო თავის დროზე, როცა საბჭოთა კავშირი ირწმუნებოდა, რომ დემოკრატიული იყო. იგივეა დღესაც. როგორ მიიყვანენ ქვეყანას ევროკავშირში, როცა ევროპიდან გვეუბნებიან, რომ ამ კანონებით, მიდგომებით, პარტნიორების ლანძღვით, მოგონილი ომის პარტიით, ვერანაირად შეხვალთ ევროკავშირშიო. ფანჯარა ღიაა ქართველი ხალხისთვის, რომელმაც თავისი სათქმელი უნდა თქვას არჩევნებზე და არამხოლოდ ქუჩაში“ — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.