ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქალბატონი პრეზიდენტი არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა – რატი ბრეგაძე

ქალბატონი პრეზიდენტი არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: 1. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი; 2. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, თუ ოფიციალურად პრემიერის კანდიდატურის, არც შერჩევაში, არც წარდგენაში შეუძლია მონაწილეობა და ამ პროცესში დეკლარირებულად არაოფიციალურად მონაწილეობს, გამოდის, რომ არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი.
P.s დემოკრატიული განვითარების დაპირება ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური მეთოდებით რამდენად ახლოა ევროპულ ღირებულებებთან თავად განსაჯეთ“ – წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....